INDEX | WEALTH MANAGEMENT – უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია 5 მიმდინარე პროექტში ერთობლივად $120 მლნ მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული
By თეკლა ადამია •
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ უძრავი ქონება კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთი გონივრული და უნიკალური შესაძლებლობაა, რამდენადაც მისი ფასი არათუ იკლებს, არამედ მუდმივად იზრდება.
Index | Wealth Management უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მრავალფუნქციურ დეველოპერულ პროექტებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პროექტს ისეთი ადგილმდებარეობა აქვს, რომ მომხმარებელი თავისუფლად შეიძლება განიხილავდეს როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
ამჟამად კომპანიის პორტფელში 8 მასშტაბური პროექტი ერთიანდება, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. მათ შორისაა 5 მიმდინარე პროექტი შემდეგ ლოკაციებზე: დიღომი 8, ავლაბარი, გლდანი და ორთაჭალა, რომლებშიც ერთობლივად 120 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ არაერთი სიახლე გველოდება.
NIABI BY INDEX
"Index | Wealth Management მომხმარებელს, როგორც კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, ასევე უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას და მათზე მორგებულ გადახდის პირობებს სთავაზობს. ეფექტურად დაპროექტებული ბინები იდეალური ვარიანტია მათი გაქირავების მიზნით გამოსაყენებლად. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე უძრავ ქონებაზე არსებული მოთხოვნის ტენდენციები ბინების ფასების ზრდას განსაკუთრებით უწყობს ხელს ", - აღნიშნავენ კომპანიაში.
Index | Wealth Management-ს უძრავი ქონების სფეროში 15 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი მართავს. კომპანიას ჯამში განხორციელებული აქვს 20-მდე პროექტი.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ძალიან კონკურენტუნარიანია და ამას კვლევებიც ადასტურებს, Index | Wealth Management-ს აქვს მკაფიო და ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რა სჭირდება მის მომხმარებელს და ამას არა მხოლოდ უძრავი ქონების შეთავაზებით ახორციელებს, არამედ უძრავი ქონების მიმართულებით ერთგული საინვესტიციო მრჩეველიცაა", - აღნიშნავენ კომპანიაში.
INDEX | WEALTH MANAGEMENT, როგორც საინვესტიციო მრჩეველი
სიღრმისეული კვლევებით ჩანს, რომ ქართულ ბაზარზე სტაბილურად მზარდია უძრავ ქონებაზე მოთხოვნა. შესამჩნევად გაიზარდა უძრავი ქონების ფასები როგორც გაყიდვების, ასევე გაქირავების სეგმენტში.
RIVER PARK BY INDEX
ამავდროულად, საქართველოში მზარდი ტურისტული სექტორი საინვესტიციო ლანდშაფტის ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბაზრის ეს პოზიტიური დინამიკა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს უბიძგებს, გაითვალისწინონ საქართველოს უძრავი ქონების სექტორის მომგებიანი შესაძლებლობები.
"Index | Wealth Management შეიქმნა იმ იდეით, რომ იყოს უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კვლევებით გამყარებულ ინფორმაციას უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პროცესების შესახებ და ეხმარება მათ ინვესტიციის სწორად განკარგვაში", – აღნიშნავენ კომპანიაში.
მრავალფეროვანი პროექტების გარდა, უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს, რათა თითოეულმა პოტენციურმა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რა კითხვები დასვას უძრავი ქონების შეძენისას და რა კრიტერიუმებს მიაქციოს ყურადღება. ამ ინფორმაციას კომპანია სანდო წყაროების კვლევებზე დაყრდნობით ამუშავებს და გასცემს.
რა პროექტებს ახორციელებს INDEX | WEALTH MANAGEMENT?
აღსანიშნავია, რომ ქართულ დეველოპერულ სექტორში პროექტების დათქმულ დროს ჩაბარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. Index | Wealth Management-ის ყველა მიმდინარე პროექტი სრულად დაფინანსებულია "თიბისი ბანკის" და "საქართველოს ბანკის" მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის პროცესი ყველანაირი ვადის დაცვით წარიმართება.
იმისათვის, რომ Index | Wealth Management საკუთარი მომხმარებლებისთვის ხარისხის გარანტი იყოს, თითოეულ დეველოპერულ პროექტზე მაღალი ხარისხის ევროპულ სამშენებლო მასალებს იყენებენ შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, კომპანიის გუნდი მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებლებს მათზე მორგებული გადახდის პირობები შესთავაზოს. კერძოდ, Index | Wealth Management-ის პროექტების უმრავლესობაში უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, პირველადი შენატანი 0%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ინვესტიციის განხორციელებისთვის დანაზოგი ან ბანკის სესხი არ სჭირდება. უძრავი ქონების შეძენისას მოქმედებს 30-თვიანი შიდა უპროცენტო განვადება, რაც მომხმარებლებს მაქსიმალურად ეხმარება ფინანსების მარტივად მართვაში.
RIVER PARK BY INDEX
River Park by Index ახალი მრავალფუნქციური უბანია დიღომი #8-ში, რომელიც მდინარე მტკვრის პირას, 30 000 მ²-ზე უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს. კვლევებით დასტურდება, რომ მსგავს მიკროკლიმატში ცხოვრება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ცხოვრების ხარისხს.
პროექტი დაბალი, 4-სართულიანი შენობებითა და ასევე დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმით გამოირჩევა, რაც თავის მხრივ მეტ სივრცესა და ჯანსაღ გარემოს გულისხმობს.
River Park ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის, რომელიც ამავდროულად, ახლოს არის ნებისმიერი საჭირო დანიშნულების ობიექტთან - მაგალითად, საცხოვრებელი კომპლექსიდან სულ რაღაც 500 მეტრის მოშორებით "თბილისი მოლი" მდებარეობს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, პროექტის დაგეგმარებისას პოსტპანდემიური ტენდენციები გაითვალისწინეს, რის მიხედვითაც თანამედროვე ადამიანისთვის ბინა არ არის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი, სწორედ ამიტომ River Park-ს არაერთი საერთო სივრცე შემატეს. მათ შორის, აღსანიშნავია გამწვანებული სახურავები, რომელიც მთლიანობაში 1ჰა-ზე მეტია და მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გაასეირნონ ბავშვი, შინაური ცხოველი ან დაგეგმონ გასართობი აქტივობები ახალ მეზობლებთან ერთად.
River Park-ის კომპლექსში შემავალი ბინების კვადრატულობა 47მ²-დან 130 მ²-მდე მერყეობს. პროექტის ჩაბარება 2024 წლის შემოდგომიდან ეტაპობრივად დაიწყება. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა: პარკები, სასეირნო ბილიკები, საბავშვო გასართობი სივრცეები, რეკრეაციული ზონები და საცურაო აუზი.
"River Park არის როგორც ინდივიდებისა და ოჯახებისთვის, ვისაც სურთ, საკუთარი ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესონ, ასევე იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სურთ გონივრული და დროული ინვესტიცია განახორციელონ. ეს უბანი საკმაოდ მოთხოვნადია გაქირავების კუთხით როგორც ქართველი ოჯახებისთვის, ასევე ბიზნეს და დიპლომატიური სექტორისთვის. ბოლო კვლევებით, დიღმის ტერიტორიაზე საშუალოდ 26%-ით არის გაზრდილი უძრავი ქონების ფასები", - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
NIABI BY INDEX
Index | Wealth Management-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია Niabi by Index. მისი მშენებლობა ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის უკან მიმდინარეობს. პროექტი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით და ულამაზესი ხედებით ძველ თბილისზე. Niabi by Index არის 5 სართულიანი კომპლექსი, რომელსაც ამშვენებს დიდი და გამწვანებული აივნები.
Index | Wealth Management-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი, კომპანიის არქიტექტურულ ხედვას და უნიკალურობას მაქსიმალურად გამოხატავს.
კომპლექსი უზრუნველყოფილია, როგორც მიწისქვეშა პარკინგით, ასევე გამწვანებული ეზოთი და სარეკრეაციო ზონებით. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპლექსის ეზოსა და შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა საერთო სივრცეები, რაც აქტიური სოციალური ცხოვრების საშუალებას იძლევა.Niabi by Index - ის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით, რაც მათი ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
AVLABARI BY INDEX
Avlabari by Index თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარეობს. აღნიშნული პროექტი გამოირჩევა სტრატეგიული ადგილმდებარეობით, ხედებით ძველ თბილისზე და ყველა საჭირო დანიშნულების ობიექტთან სიახლოვით.
კომპლექსი ქმნის თანამედროვე ცხოვრებისა და ურბანული კომფორტის იდეალურ ბალანსს. მისი უპირატესობებია: 4 000 მ2 გამწვანებული ეზო, საბავშვო მოედანი, სავარჯიშო დარბაზი, ჰიპერმარკეტი და მიწისქვეშა პარკინგი.
Avlabari by Index გამოირჩევა აპარტამენტების მრავალფეროვანი არჩევანით. ბინების კვადრატულობა 31 მ²-დან იწყება, რაც მისი საინვესტიციო მიზნით გამოყენების საშუალებას იძლევა. მოგეხსენებათ, ქართულ ბაზარზე უძრავი ქონების ფასები წლიდან წლამდე იზრდება, ამას ტურისტული ნაკადის მზარდი შემოდინება ახლავს თან, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს უძრავ ქონებაში ინვესტირების სარგებლიანობას.
პროექტის ფართობი 8 000 მ²-ს შეადგენს. კორპუსი 20-სართულიანია, რომლის პირველი 2 სართული კომერციული ფართებისთვისაა განკუთვნილი. Avlabari by Index-ში ბინების ფასი 45 000 $-დან იწყება, მის შეძენას კი თქვენზე მორგებული პირობებით შეძლებთ. კომპანიაში მოქმედებს 0%-იანი შიდა 30-თვიანი განვადება და 0%-იანი პირველადი შენატანი. პროექტი სრულდება 2026 წელს.
GLDANI BY INDEX
Gldani by Index რ. შენგელიას ქუჩაზე, გლდანის ყველაზე ცენტრალურ და მოთხოვნად ადგილას, გლდანის "სითი მოლის" მოპირდაპირე მხარესაა განთავსებული. კომპლექსის სტრატეგიული ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა, უმოკლეს დროში აღმოჩნდეთ ყველაზე საჭირო ობიექტებთან, რომელიცაა: სავაჭრო ცენტრი, სკოლა და ბაღი, გასართობი პარკი.
კორპუსი 18-სართულიანია, რომლის პირველ 2 სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები, ხოლო -2 სართულზე საპარკინგე სივრცე. პროექტში შემავალი ბინების კვადრატულობა 32 მ²-დან იწყება, რაც მისი საინვესტიციო მიზნებისთვის გამოსაყენებლად იდეალური არჩევანია. თითოეული ბინა მორგებულია მფლობელის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
Gldani by Index-ში ბინების ფასი 29 850$-დან იწყება და მის შეძენას თქვენზე მორგებული პირობებით შეძლებთ. კომპანიაში ამ შემთხვევაშიც მოქმედებს 0%-იანი შიდა 30-თვიანი განვადება, ისევე როგორც 0%-იანი პირველადი შენატანი. აღსანიშნავია, რომ Gldani by Index-ის მშენებლობა 2026 წელს სრულდება.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
წლის განმავლობაში Index | Wealth Management არაერთ საინტერესო სიახლეს გეგმავს და როგორც თავად აცხადებენ, მომხმარებლებს ექსკლუზიურ პროექტებს შესთავაზებს საუკეთესო ლოკაციებზე. კომპანიას ამ ეტაპზე 5 მიმდინარე პროექტი აქვს, ხოლო 4 პროექტი უახლოეს პერიოდში დაემატება.
"Index | Wealth Management მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ ხედვას, მშენებლობის მაღალ ხარისხს და ცხოვრების თანამედროვე სტანდარტს, როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. ჩვენი მიზანია, ბაზარზე გავხდეთ არამხოლოდ უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე, არამედ სანდო და კომპეტენტური საინვესტიციო მრჩეველი", - აღნიშნავენ კომპანიაში.