HR SPACE ბიზნესის წარმატებისა და ხარისხიანი განვითარებისთვის
By ანო ტვილდიანი •
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია HR SPACE ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. მისი მიზანია საქართველოს ბაზრისთვის ისეთი სერვისების შეთავაზება, რომლებიც, ერთ მხრივ, დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ადეკვატურად შეფასებული და დაფასებული სამუშაო გარემოს გაჩენას უზრუნველყოფს.
"აღსანიშნავია, რომ ერთი მეორის გარეშე ვერ მუშაობს და ორგანიზაციას განვითარებას მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურებებით ვთავაზობთ. ჩვენი მიზანია ბიზნესის დახმარება, გაჯანსაღება, ზრდა და HR-ის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ამგვარად, ჩვენი კომპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, რაც საბოლოო ჯამში ბიზნესს ეხმარება, მეტად ძლიერი და წარმატებული გახდეს კვალიფიციური თანამშრომლის ჩართულობით.
მთავარი სათქმელი ჩვენი ინოვაციური მომსახურება HR პარტნიორია, რომელიც საქართველოში HR პროფესიის სწორ განვითარებას და ორგანიზაციებისთვის მიზანზე ორიენტირებული შედეგების მიღწევას განაპირობებს", - ირინა გაგოშიძე, HR SPACE-ის თანადამფუძნებელი,
ირინა მიიჩნევს, რომ ბიზნესი კრიტიკულ პერიოდში დაიწყო. თუმცა პანდემიის მიუხედავად, გუნდმა ცოდნისა და უნარების მოკრება შეძლო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მათ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სფეროები და ტენდენციები გააანალიზეს. ამის საფუძველზე კი ძლიერი საკონსულტაციო კომპანია შექმნეს, რომელიც ორგანიზაციებს გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება. ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ახალი ხედვებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას, პროფესიული ცნობიერების ამაღლებას განაპირობებს.
"ყველაზე დიდი გამოწვევა ორგანიზაციებთან სწორი კომუნიკაცია იყო. მათი სანდოობის მოპოვება და ისეთი სერვისების ჩამოყალიბება, რაც სისტემურ მიდგომას, პროფესიონალიზმსა და სწორ მიდგომას საჭიროებს.
მიუხედავად ამისა, სწორმა სტრატეგიულმა ნაბიჯებმა და, პირველ რიგში, საკუთარი კომპანიის ღირებულებებისა და მიდგომების გამართულობამ შედეგი გამოიღო. დღეს ჩვენს გუნდში არიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მაღალი კვალიფიკაციის მქონე კონსულტანტები. ჩვენი ინოვაციური მიდგომით არაერთი უმსხვილესი ორგანიზაციის ადამიანური რესურსების დეპარტამენტთან ვთანამშრომლობთ. 150-ზე მეტი პროექტი შევასრულეთ და 200-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიასთან ვითანამშრომლეთ", - სალომე ქარჩხაძე, ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელი.
სალომე ამბობს, რომ კომპანიის მართვა დიდი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია ადამიანს პასუხისმგებლობა გააზრებული ჰქონდეს, სამომავლო მიზნებსა და გამოწვევებზე ფიქრობდეს. აუცილებელია საკუთარ საქმეს იცნობდეს. ინოვაციებსა და ტენდენციებს თვალს ადევნებდეს. პრიორიტეტები მკაცრად უნდა განსაზღვროს. ჯანსაღი და სისტემური ბიზნესი შექმნას, სადაც ყველა დასაქმებული სიამოვნებით იმუშავებს. პიროვნული განვითარება არ შეაჩეროს და საკითხების დელეგირება დროულად მოახდინოს, რათა განვითარებადი გარემო შექმნას.
"მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ღირებულებას ატარებს ჩვენი კომპანია და რატომ. ხოლო ამას ბიზნესის ქმედება უნდა პასუხობდეს. ჩვენ არსებულ კონკურენციაში უკონკურენტო გარემო შევქმენით და ვიცით რატომ ვართ, რა გვაძლევს უკონკურენტობის სტატუსს. რა შეგვიძლია ვაკეთოთ ისე, როგორც სხვა ვერ აკეთებს. მაგრამ ეს არ კმარა, ჩვენ სიახლეებს ვეძებთ.
ანტრეპრენერი ადამიანია, რომელსაც შეუძლია შექმნას არამხოლოდ ინოვაცია, არამედ არსებულ კონკურენტულ გარემოში ნიშა მოძებნოს და მცდელობას არ შეუშინდეს. იყოს ლიდერი, რომელიც მუდმივად ვითარდება და აქვს მაღალი სმენისა და ემოციური ინტელექტის კომპეტენცია".
მათთვის ყოველი ახალი შექმნილი და წარმატებულად დასრულებული თანამშრომლობა ინსპირაციაა; ორგანიზაციის მიერ გაზრდილი პროფესიონალი, რომელიც წარმატებით აგრძელებელს გზას; ყოველი ახალი შექმნილი სერვისი, რომელიც ბიზნესსა და ადამიანს ეხმარება, გახდეს უკეთესი. და მთავარი, გუნდი, რომელიც ღირებულებასა და პასუხისმგებლობას ინაწილებს.
"ახლო პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას და ციფრული პროდუქტების შეთავაზებას ვგეგმავთ, რაც ორგანიზაციაში სხვადასხვა პროცესის განვთარებას ხელს შეუწყობს.
ასევე, ამ წლის მიზანია სრულიად ინოვაციური მიდგომის HR პარტნიორის სერვისის მასშტაბების გაზრდა და ორგანიზაციებში ძლიერი HR როლების დანერგვა, რამაც უკვე საკმაოდ წარმატებული შედეგები დაგვანახვა და დამატებით ახალ HR პროფესიონალებს გაზრდის, ხოლო კომპანიებში ჯანსაღ გარემოს შექმნის და სწორ განვითარებაში დაეხმარება.
ბიზნესკონსალტინგის მიმართულებას ვავითარებთ, რაშიც ჩართული გვყავს აღმასრულებელი გამოცდილების ადამიანები. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია ბაზრის სწრაფი განვითარებისა და სასურველი შედეგების მიღწევისთვის.